Sunday, May 26, 2019

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგ კურსის მეხუთე სამუშაო დღე დაიწყო პოზიტიურად.მიუხედავად იმისა რომ წინა დრეს ვერ დავესწარი ტრენინგს,ტრენერისა დაკოლეგების დახმარებითაღვადგინე გამოტოვებული მასალა და შევუდექი მუშაობას.ტრენერმა სამოტივაციოდ გაგვაცნო საკუთარი პრაქტიკიდან სხვადასვა აპლიკაციები რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დროის ეფექტურად გამოყენებას.
  ვიმუშავეთ მოდული2. შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვაზე.განვიხილეთ შეფასების 5 მიზანი
--განმავითარებელი შეფასება
--განმსაზღვრელი შეფასება.
ვიმუშავეთ ზოგადი კითხვების,თემატური კითხვების და შინაარსობრივი კითხვების შემუშავებაზე.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
როგორ ასახავს მუსიკა ისტორიას, საზოგადოებასა და კულტურას?
თემატური კითხვები
რა გავლენას ახდენს კომპოზიტორის მუსიკაზე მისი თანამედროვეობა?
შინაარსობრივი კითხვები
ვინ იყვნენ სხვადასხვა დროის და ქვეყნის ცნობილი კომპოზიტორები?

Friday, May 24, 2019

მესამე დღის რეფლექსია.

მესამე დღე პოზიტიური მოლოდინის მიუხედავად ნეგატიურად დაიწყო,ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო.არ გვქონდა წვდომა ინტერნეტზე,თუმცა ვიმუშავეთ ჯგუფებში (შეზღუდული ინტერნეტით) padlet.com და Googles Forms. შექმნაზე,რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა ინტერნეტ რესურსის გარეშე.მიუხედავად იმისა ,რომ შეზღუდულად გვქონდა ინტერნეტი,ტრენერი ქ-ნი ნინო გულისხმიერებით ინდივიდუალურად გვეხმარებოდა padlet.com-ის დაფაზე მუშაობაში.გავეცანით ict.tpdc.ge-ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სასწავლო საიტს.ტრენინგის ბოლოს აგრეთვე  გაიმართა პრეზენტაცია ბლუმის ტაქსონომიაზე.საერთო ჯამში ტრენინგ-კურსის მესამე დღე დატვირთული და ნაყოფიერი იყო.მომავალი დღის იმედით....

Saturday, May 18, 2019

მეოერე დღის რეფლექსია.

    მეორე დღე როგორც ვფიქრობდი საინტერესოდ დაიწყო. დავიწყეთ პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და გამოცემის მომზადებაზე.
მუშაობის პროცესი იყო საინტერესო.ვისწავლეთ Bloggis შექმნა.ინტერნეტში საჭირო რესურსის მოძიება და საავტორო უფლების დაცვის მიზნით ლინკების გადმოტანა.
   დავიწყეთ პროექტის პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა ტრენერის ინსტრუქციებით.გადავხედეთ და გავეცანით ,,პორტფოლიოს ჩეკლისტს",რომელიც მთელლი კურსის განმავლობაში ჩვენი პროგრესი მონიტორინში დაგვეხმარება.
  რაც მეტად ვეცნობი ტექნოლოგიებს,მით უფრო მეტად ვხვდები როგორ მჭირდება დახმარება და განვითარება ისტ-ის მიმართულებით.ტრენერის გულისხმიერება მაძლევს იმედს,რომ მომდევნო დღეები ისეთივე ნაყოფიერი იქნება და ბევრი სირთულე დაიძლევა.მომავალი დღის იმედით....

პირველი დღის რეფლექსია

    ტრენინგის პირველ დღეს გაგვეცნო  ტრენერი.ქ-ნი ნინო კოკილაშვილი. კურსის მონაწილეებიც გავეცანით ერთმანეთს. 
    ტრენერმა გაგვაცნო  რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი გვეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
  თუმცა გაჩნდა უამრავი კითხვა:
 კურსის მთავარი კითხვაა:ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას კომპიუტერის გარეშე ვიღებთ. ამდენად, მოცემული კურსი ეყრდნობა კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის შედგენისა და შეფასების პრაქტიკას, კლასში სასწავლო თემების არჩევისას და პროექტების განხორციელებისას.პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ მოდულში დავიწყეთ შესწავლა, თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და მომავალში დავიწყებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას.