Saturday, May 18, 2019

პირველი დღის რეფლექსია

    ტრენინგის პირველ დღეს გაგვეცნო  ტრენერი.ქ-ნი ნინო კოკილაშვილი. კურსის მონაწილეებიც გავეცანით ერთმანეთს. 
    ტრენერმა გაგვაცნო  რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი გვეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
  თუმცა გაჩნდა უამრავი კითხვა:
 კურსის მთავარი კითხვაა:ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას კომპიუტერის გარეშე ვიღებთ. ამდენად, მოცემული კურსი ეყრდნობა კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის შედგენისა და შეფასების პრაქტიკას, კლასში სასწავლო თემების არჩევისას და პროექტების განხორციელებისას.პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ მოდულში დავიწყეთ შესწავლა, თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და მომავალში დავიწყებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას.

1 comment:

  1. საინტერესო დასაწყისი იყო, იმედია ასე გაგრძელდება

    ReplyDelete