Sunday, June 9, 2019

მეცხრე დღის რეფლექსია.

ტრენინგ-დღის მეცხრე დღე იყო დატვირთული. ვიმუშავეთ პორთფოლიოს დასრულებაზე,გადავათვალიერეთ პორთფოლიო გავასწორეთ ხარვეზები, ავტვირტეთ გუგლის საცავში და გავხადეთ საჯარო.ვიმუშავეთ ფასილიტაციაზე.გუგლის ფორმებში შევადგინეთ კითხვარი ჩვენი პროექტისათვის.გავეცანით რჩევებსჩვენი პორტფოლიოსა დამოსწავლეთა ნამუშევრების ჩვენებისათვის.
   *მცირე ჯგუფები
   *როტაციის პრინციპი
 *მთლიანი ჯგუფი
 *დაწყვილდი და გაუზიარე
*ვირტუალური დემონსტრირება.
entelis ტრენინგი იყო ინფორმაციულად დატვირთული,ყოველი დღე იყო შრომატევადი,მაგრამ მეტად საინტერესო შინაარსითა და ისტ-ის გამოყენების თვალსაზრისით.ტრენინგზე მიღებულ ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება პროექტების,პრეზენტაციებისა და სხვადასხვა აქტივობების საინტერესოდ განხორციელებაში.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

ჩემი პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე.

გამოკითხვის ფორმა პროექტის შესახებ

Saturday, June 8, 2019

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგ-დღე დაიწყო პოზიტიურად და განვითარდა საინტერესოდ.ტრენერმა საინტერესოდ მოგვაწოდა ინფორმაცია თემაზე,,სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი"გავეცანით ,,დიფერენცირებული" სწავლებისშეფასების რუბრიკებს,რომელიც ასახავს მოსწავლის მიღწევებს ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით.დავათვალიერეთ მოცემული ფოლდერი,,დიფერენციაცია" და ჩვენსავე პროექტის გეგმაში გადავიტანეთ საჭირო რესურსი. ტრენერმა საინტერესოდ გადმოგვცა გარდნერის თეორია და ბლუმის ტაქსონომია,რომელიც შეეხებოდა მოსწავლის(ადამიანის)მრავალმხრივ ინტელექტს.განვიხილეთ ინტელექტის 10 სახეობა გარდნერის მიხედვით და მისი შესაბამისი სწავლის სტილი ინდივიდუალური განსხვავების სწავლის დროს.აგრეთვე გვესაუბრა ხუთ გრძნობაზე და ამის მიხედვით გამოყოფიან სამ ძირითად *ვიზუალებად *აუდიალებად *კინესთეტიკებად. საინტერესო იყო ვახუშტი კოტეტიშვილის ლექსი,,თეტრ დათვზე"ინტელექტის 10 სახეობისა და მისი სწავლის სტილის მიხედვით.საინტერესო იყო აგრეთვე ტვინის ჰემოსფეროების დომინირება.ტრენინგ-დღის ბოლოს გავიხსენეთ padletze მუშაობა,რადგან იმ დღეს როდესაც გეგმით გათვალისწინებული იყო შესწავლა არ გვქონდა წვდომა ინტერნეტზე და რაღაც ნაკლოვანებას ვგრძობდი,თუმცა ტრენერის გულისხმიერებით ვისწავლეთ პადლეტზე მუშაობა და ბლოგზე ჩაშენება.ტრენინგ დღე საინტერესოდ და ნაყოფიერად დასრულდა.

გამოკითხვა პროექტის შესახებ

Сделано на Padlet

Sunday, June 2, 2019

VIIდღის რეფლექსია

ტრენინგის დღე დაიწყო წინა დღის მასალის გამეორებით.დავათვალიერეთ ვიუვერში მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და გამიჩნდა სურვილი ჩემი პროექტისთვის შემექმნა პრეზენტაცია,რომელიც მოვათავსე პორტფოლიოს საქაღალდეში სახელწოდებით,,მოსწავლის ნიმუში". ტრენინგზე აგრეთვე გავეცანით შეფასების სქემას, თუ რას უნდა ითვალისწინებდეს მასწავლებელი შეფასების რუბრიკის შექმნისას. შეფასების სქემა შეიძლება იყოს: ა)ანალიტიკური.ბ)ჰოლისტური.გ)ზოგადი.დ)კონკრეტული ,გავეცანით თითოეულ მათგანს დეტალურად. ტრენერმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია სწავლის სხვადასხვა ,,სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი".ტრენინგ-დღის დასასრულს ერთმანეთს გავუზიარეთ დიფერენციალურად სწავლების პრაქტიკა.

VIდღის რეფლექსია

გავეცანით 21-ე საუკუნის უნარებს და ვუპასუხეთ შეკითხვას რომელი უნარების განვითარებას უზრუნველყოფს სასწავლო პროექტი.ვიმუშავეთ ინტერნეტ რესურსების მოძიებაზე.გავეცანით დიდ მასალას უკუკავშირის მიცემის მეთოდებზე.ტრენერი გვესაუბრა პრეზენტაციის თანხლებით უკუკავშირის სახეებზე.გავეცანით კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგად წესებს. რა გაკეთდა კარგად? კომენტარი უნდა იყოს კონკრეტული და არა ზოგადი. უკეთესია მაგალითის გაზიარება. კიდევ ერთხე გავამახვილეთ ყურადღება რომ უკუკავშირის დროს ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ ელემენტებზე,რომელთა შეცვლაც მიმღებს შეუძლია და რომლებიც შეესაბამება სწავლის სასურველ შედეგს. ტრენერი გვესაუბრა საავტორო უფლებებზე და შევავსეთ სახალისო ტესტი საავტორო უფლებებზე და გავეცანით საძიებო საიტებს.