Sunday, June 2, 2019

VIდღის რეფლექსია

გავეცანით 21-ე საუკუნის უნარებს და ვუპასუხეთ შეკითხვას რომელი უნარების განვითარებას უზრუნველყოფს სასწავლო პროექტი.ვიმუშავეთ ინტერნეტ რესურსების მოძიებაზე.გავეცანით დიდ მასალას უკუკავშირის მიცემის მეთოდებზე.ტრენერი გვესაუბრა პრეზენტაციის თანხლებით უკუკავშირის სახეებზე.გავეცანით კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგად წესებს. რა გაკეთდა კარგად? კომენტარი უნდა იყოს კონკრეტული და არა ზოგადი. უკეთესია მაგალითის გაზიარება. კიდევ ერთხე გავამახვილეთ ყურადღება რომ უკუკავშირის დროს ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ ელემენტებზე,რომელთა შეცვლაც მიმღებს შეუძლია და რომლებიც შეესაბამება სწავლის სასურველ შედეგს. ტრენერი გვესაუბრა საავტორო უფლებებზე და შევავსეთ სახალისო ტესტი საავტორო უფლებებზე და გავეცანით საძიებო საიტებს.

No comments:

Post a Comment