Saturday, June 8, 2019

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგ-დღე დაიწყო პოზიტიურად და განვითარდა საინტერესოდ.ტრენერმა საინტერესოდ მოგვაწოდა ინფორმაცია თემაზე,,სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი"გავეცანით ,,დიფერენცირებული" სწავლებისშეფასების რუბრიკებს,რომელიც ასახავს მოსწავლის მიღწევებს ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით.დავათვალიერეთ მოცემული ფოლდერი,,დიფერენციაცია" და ჩვენსავე პროექტის გეგმაში გადავიტანეთ საჭირო რესურსი. ტრენერმა საინტერესოდ გადმოგვცა გარდნერის თეორია და ბლუმის ტაქსონომია,რომელიც შეეხებოდა მოსწავლის(ადამიანის)მრავალმხრივ ინტელექტს.განვიხილეთ ინტელექტის 10 სახეობა გარდნერის მიხედვით და მისი შესაბამისი სწავლის სტილი ინდივიდუალური განსხვავების სწავლის დროს.აგრეთვე გვესაუბრა ხუთ გრძნობაზე და ამის მიხედვით გამოყოფიან სამ ძირითად *ვიზუალებად *აუდიალებად *კინესთეტიკებად. საინტერესო იყო ვახუშტი კოტეტიშვილის ლექსი,,თეტრ დათვზე"ინტელექტის 10 სახეობისა და მისი სწავლის სტილის მიხედვით.საინტერესო იყო აგრეთვე ტვინის ჰემოსფეროების დომინირება.ტრენინგ-დღის ბოლოს გავიხსენეთ padletze მუშაობა,რადგან იმ დღეს როდესაც გეგმით გათვალისწინებული იყო შესწავლა არ გვქონდა წვდომა ინტერნეტზე და რაღაც ნაკლოვანებას ვგრძობდი,თუმცა ტრენერის გულისხმიერებით ვისწავლეთ პადლეტზე მუშაობა და ბლოგზე ჩაშენება.ტრენინგ დღე საინტერესოდ და ნაყოფიერად დასრულდა.

No comments:

Post a Comment